პრესის თავისუფლების მხრივ საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვშია

“ფრიდომ ჰაუსის” 2015 წლის ანგარიშში პრესის თავისუფლების შესახებ საქართველო ისევ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვშია. როგორც შარშან, საქართველოს წელსაც მთელს რეგიონში საუკეთესო პოზიცია აქვს. თუმცა პრესის თავისუფლებით საქართველო ისევ ჩამოუვარდება ისეთ ქვეყნებს როგორებიც არის აშშ, კანადა და სკანდინავიის სახელმწიფოები.

“ფრიდომ ჰაუსი” საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით რამდენიმე პრობლემას ხედავს. მათ შორის რეკლამის პოლიტიკური კუთხით გამოყენებას.

“ჩვენ ვნახეთ გაუმჯობესება საქართველოში, თუმცა ისევ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, კერძო მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ეფექტის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკური პირი პირდაპირ არ ფლობს მთავარ მედიასაშუალებებს, ჩვენ ისევ ვხედავთ ზეწოლას სარედაქციო პოლიტიკაზე, რომელიც აიძულებს ჟურნალისტს, მიემხროს გარკვეულ მიმართულებას და ჰქონდეს თვითცენზურა. გასულ წელს ეს ვნახეთ “მაესტროს” შემთხვევაში. ასევე გვაწუხებს საქართველოში რეკლამის პოლიტიკური კუთხით გამოყენება,” – განაცხადა ფრიდომ ჰაუსის წარმომადგენელმა ელენ აგექიანმა.

2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მდგომარეობა გაუმჯობესდა უკრაინაში, თუმცა ანგარიშში ცალკე შევიდა ყირიმი, სადაც პრესის თავისუფლების კუთხით, ისევე როგორც რუსეთში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

“ჩვენს მთავრობას შეუძლია და უნდა მოახდინოს მუდმივი ზეწოლა სხვა მთავრობებზე, მოიქცნენ სწორად, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევებში, რომლებიც ეხება ჟურნალისტებზე ზეწოლის საქმეების გამოძიებას,”-განაცხადა სენატორმა პენსილვანიის შტატიდან ბობ ქისმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ჯავახიშვილისთვის სამთავრობო პროგრამის დეტალები უცნობია
შემდეგი სტატიარუსეთი უკრაინასთან ომს გამორიცხავს