პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიური სოფელი გახსნა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოლიმპიურ სოფელში ყველა პირობაა შექმნილი, რათა სტუმრებმა და მონაწილეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

პრემიერმა მოხალისეებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და მათ წვლილზე ისაუბრა.

„მართლაც საოცარი განწყობა შემოაქვს ჩვენ მოხალისეებს. მე მინდა გითხრათ, რომ მარტის თვიდან მოყოლებული ისინი აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ეს საოცარი განწყობა რომელიც აქ სუფევს ამ ოლიმპიურ სოფელში, თქვენგან მომდინარეობს და მე მინდა ეს კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად ავღნიშნო. ჩვენ ყველა ველოდებით მოუთმენლად თბილისის ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე და როგორც იტყვიან ოლიმპიური ტემპერატურა უკვე დღითი დღე მატულობს, ამაში რა თქმა უნდა თქვენი წვლილი განსაკუთრებულია. თბილისში უკვე ანთია ოლიმპიური ცეცხლი და დღეს ჩვენ საზეიმოდ ვხსნით ამ არაჩვეულებრივ ოლიმპიურ სოფელს, სადაც ჩვენი სტუმრები და ფესტივალის მონაწილეები დაიდებენ ბინას. აქ არის ყველა პირობა შექმნილი ჩვენი სტუმრების ღირსეულად დასახვედრად, ასევე ყველა პირობაა იმისთის, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა და სტუმრებმა შეძლონ მომავალი ასპარეზობისთის სათანადო მომზადება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ამ რეფორმის წარმატებით დასრულება სუბიექტურ ფაქტორზეც რაღაც დონით იქნება დამოკიდებული“
შემდეგი სტატიამოქალაქეები წყლის მრიცხველის საფასურს აღარ გადაიხდიან