პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის მეთაურთან და დავით ბალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურთან, არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, დავით ბალაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აჭარის რეგიონში მიმდინარე პროექტები განიხილეს და ბოლო ორი კვარტლის მონაცემები შეაჯამეს. საუბარი შეეხო ტურისტული სეზონის საკითხებს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა პრემიერ–მინისტრს საინვესტიცო პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარი 2.2468 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე – სემეკმა კომერციულ ინტერესსა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი უნდა დაიცვას