პრემიერ-მინისტრი იტალიის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოში იტალიის ელჩია 2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან. წლების განმავლობაში იგი იყო ვაშინგტონში იტალიის საელჩოს პრესსპიკერი, პრესასთან ურთიერთობის, საზოგადოებრივი საქმეების და კულტურის სამსახურის უფროსი; პეკინში, იტალიის საელჩოში ასრულებდა საელჩოს მრჩევლის მოვალეობებს კულტურის საკითხებში, პოლიტიკური მრჩევლის რანგში კურირებდა ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებს; ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსახურობდა მინისტრის აპარატში, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურში, ხოლო დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა.

banner
წინა სტატიაში“შემიძლია ვუთხრა ამერიკულ საზოგადოებას, არაფერი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არსებობს”
შემდეგი სტატია,, ეს არის არჩევნები, რომელშიც ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ”