პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რეპეტიცია მიმდინარეობს.

სამზადისი ოლიმპიური ცეცხლის დანთების, სპორტსმენების აღლუმის, ფიცის მიღების, სიტყვით მიმართვის და ევროპული და ქართული ისტორიულ-ტრადიციული ელემენტებით მხატვრული შოუს თემებზე მიმდინარეობს.
სტადიონზე მონტაჟდება სცენა და შესაბამისი დეკორაციები. ფესტივალის გახსნის სამზადისს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო.
განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, მთავრობის მეთაურს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა მიაწოდეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს გაიმართება.
banner
წინა სტატიაში“თბილისი უეფას ფინალური მატჩის ღირსეული მასპინძლობისთვის მზად არის”
შემდეგი სტატია“თაიმერი” და მილანის თანამედროვე ხელოვნების გალერეა!!!