პრემიერ-მინისტრის საქმიანობას გამოკითხულთა 16% დადებითად აფასებს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

NDI-ის კვლევების თანახმად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას პოსტზე გამოკითხულთა 2% ძალიან კარგად, 14% კი კარგად აფასებს.

კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 52% პრემიერის საქმიანობას საშუალოდ, 16% -ცუდად, 5% კი ძალიან ცუდად აფასებს.

როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა აღნიშნა, პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასებაში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება პასუხზე „არ ვიცი“, რაც პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში 9%-ია. უმცირესობათა დასახლებაში კი აღნიშნული მაშვენებელი 32% აღწევს.

NDI-ის გამოკითხვა 2015 წლის 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 4 360 ადამიანი. კვლევების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%. კვლევა მოიცავს შემდეგ თემებს: ეროვნული საკითხები, ეკონომიკა, ქვეყნის მიმართულება, დემოკრატია და მმართველობა, პარლამენტი, საგარეო ურთიერთობები და მედია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 19 პროცენტი
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს