პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი შეინარჩუნებს

დავით საგანელიძე: პრეზიდენტის ამ გამოსვლას გარკვეული ანალიზი სჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მტკიცებით, .

როგორც ჟურნალისტებს საგანელიძემ განუცხადა, პარლამენტში ორი ახალი მინისტრი იქნება წარდგენილი, ხოლო სხვა მინისტრები შეიცვლებიან თუ არა, ეს უცნობია.

„100 პროცენტიანი სიზუსტით შემიძლია ვთქვა, რომ ღარიბაშვილი პრემიერი იქნება. რაც შეეხება სხვა მინისტრებს, ისინი შეიცვლებიან თუ არა, არ ვიცი, პრემიერი რას გეგმავს“, – განაცხადა საგანელიძემ.

დეპუტატმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თხოვნით მიმართა, განახლებული მთავრობის კაბინეტი პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის შემჭიდროვებულ ვადებში წარუდგინოს.

დღეს, სპორტის მინისტრის პოსტი ლევან ყიფიანმა დატოვა, რაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზეზი გახდა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი დაინიშნა
შემდეგი სტატიაგაგზავნილია შესაბამისი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის დაკავების და ექსტრადირების შესახებ-ირაკლი შოთაძე