პრემიერმა რიჩარდ ნორლანდი ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა.

ამის შესახებ ამერიკის ელჩთან გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა რიჩარდ ნორლანდს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და მას წარმატებები უსურვა.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ–ს ურთიერთობების საკითხები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. რიჩარდ ნორლანდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი იან კელიმ შეცვალა.
banner
წინა სტატიაშილაგოდეხში 30 წლის ქალის დანაწევრებული ცხედარი იპოვნეს
შემდეგი სტატიაკემერონი: ბრიტანეთს აგრესიული რუსეთი სულ უფრო მეტად ემუქრება