პრემიერი წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრება და სამხედროებს სიტყითაც მიმართავს

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

11:00 საათზე, მთავრობის მეთაური თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სამინისტროების მიერ წარმოდგენილ საინფორმაციო და გასართობ კუთხეებს დაათვალიერებს.

18:00 საათზე, პრემიერ-მინისტრის სახელით, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის კონცერტი გაიმართება.

დღის ბოლოს კი, ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.

banner
წინა სტატიაშისპორტის სამინისტრო რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებს მოაწყობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – 26 მაისის აქციის დარბევა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რასაც რიგითი პირები ვერ მიიღებდნენ