პრემიერი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ადამიანის უფლებები იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროსაბჭოს თბილისის ოფისის ახალი ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა საქართველოს მთავრობისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს და კონფლიქტისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპის საბჭოს აქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„საქართველო მზად არის, განაგრძოს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული მიღწევების გამყარების პროცესში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: გამოსავალი არის არა სუბსიდირება, არამედ გადასახდების შემცირება
შემდეგი სტატიაგიორგი ციციშვილმა 22 დღიანი შიმშილობის შემდეგ პირი ამოიკერა