პრემიერი დაინტერესდა, რატომ აქვს ჩამორჩენა განათლების სამინისტროს

როგორც განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პრემიერის კითხვის საპასუხოდ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისი უწყების ძირითადი ინფრასტრუქტურული ხარჯი არდადეგების პერიოდზე მოდის.

სანიკიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი უწყება გეგმას მიყვება, არის რეკომენდაცია, რომ ინფრასტრუქტურული ხარჯები კიდევ დაჩქარდეს.

„სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული ხარჯი არდადეგების პერიოდზე მოდის. როცა ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლების რემონტი. ამიტომ, აქ ყოველთვის ვასწორებდით ხოლმე და აქამდე პრობლემა არ ყოფილა. გეგმას მივყვებით ჩვეულებრივად და რაც იყო სხვა ხარჯები, იმას დიდი ჩამორჩენა არ აქვს“, – აღნიშნა სანიკიძემ.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურული პროექტები შეზღუდულია ხოლმე.

მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მადლობა გადაუხადა იმიტომ, რომ აქტიურად მუშაობენ და სამუშაოების მოცულობა ორჯერ და უფრო მეტად გაზარდეს.

ხადურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემორჩენილი ჰქონდა შარშანდელი დაფინანსება, საიდანაც მელიორაციის სამუშაოები ფინანსდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველი გმობს ჟურნალისტ ირაკლი გედენიძის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს
შემდეგი სტატიაპუტინმა და რენციმ იტალიელ ქალებზე ისაუბრეს