პრემიერი აშშ-ში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური კონგრესმენ ელიოტ ენგელსს შეხვდა. შეხვედრაზე კონგრესმენმა საქართველოს მთავრობის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენგელსი ენერგიის და ვაჭრობის კომიტეტის წევრი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარმომადგენელია.

banner
წინა სტატიაში“ეს დღე ისეთივე მძიმეა და არანაკლები, როდესაც სოხუმი დაეცა”
შემდეგი სტატიაოთარ დანელიამ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს რთველში უმასპინძლა