პრემიერის მოწვევით, თბილისს საუდის არაბეთის პრინცი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს ხვალ საუდის არაბეთის პრინცი, მისი აღმატებულება ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი ეწვევა.
პრინცს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდება.

16:00 საათზე, დაგეგმილია პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რის შემდეგაც, 16:45 საათზე, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, ასევე, საინვესტიციო ობიექტებს დაათვალიერებს.
ვიზიტის დასასრულს, მაღალი რანგის სტუმარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.
პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალი, საუდის არაბეთის სამეფოს დამფუძნებლის და პირველი მმართველის, მეფე აბდულაზიზ ალ საუდის შთამომავალია.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: ინვესტიციების ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2008 წლის ომის შემდეგ გვქონდა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” წევრები რეგისტრაციას არ გადიან – პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ იწყება