საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 26 მაისს სამხედრო ფიცი ჩაიბარა. პრეზიდენტმა წვევემდელების ფიცი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიღო.
მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 200 სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი, უწმინდესი და უნატარესი ილია მეორე, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა წვევამდელებს სამხედრო ფიცის დადება მიულოცა და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვითაც მიმართა.