“პრეზიდენტმა უნდა აიღოს ლიდერის როლი,”- ნუგზარ წიკლაური

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე მოხდეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობა რუსეთთან მოლაპარაკებებს ჩუმად აწარმოებს და მოუწოდებენ პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიოს.

“მინისტრების ერთსულოვანი უარი ნიშნავს იმას რომ ხელისუფლება რაღაც მნიშნველოვანს მალავს. რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების კუთხით. ეს მოლაპარაკებები როგორც ჩანს რუსეთთან გრძელდება ხალხის ზურგს უკან. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა უნდა აიღოს ლიდერის როლი და თვითონ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა,” – ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაში“ვერ გავიგე რა თქვა და რა მოითხოვა,” – სოზარ სუბარი პრეზიდენტის ინიციატივაზე
შემდეგი სტატია“ანძის დემონტაჟის სამუშაოები ჩვენ უკვე დავიწყეთ” – დავით ნარმანია