პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატების პროგრამები მოისმინა

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელებული კანდიდატების პროგრამები მოისმინა. ამ მიზნით ავლაბრის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა თითქმის 5 საათს გაგრძელდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა, შემდგომი პროცესიც ისევე ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება, როგორც ეს აქამდე იყო.

“მე არ მახსენდება საზოგადოების ასეთი ჩართულობა საკითხში, რომელსაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა. ეს პროცესი განპირობებულია სწორედ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, ასევე იმ მიზნებით, რაც აქვს სასამართლო ხელისუფლებას – ეს არის ნდობის ამაღლება. შემდეგი ეტაპიც, თუ როგორ გაგრძელდება კანდიდატის საბოლოო შერჩევა, იქნება ისეთივე ღია და გამჭვირვალე, როგორც დღემდე იყო”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ როდის იგეგმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, ეს მოქმედი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მოხდება.
კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიმელია ნარმანიას სახელფასო დანამატების დაუსაბუთებელ გასამმაგებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძე – პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იყო