პრეზიდენტმა საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.

“თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების ქვედანაყოფი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებაში.

ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე შევიდა.

banner
წინა სტატიაშიკალაძის თქმით 500 აბონენტს დენი სპეციალურად არ მიეწოდება
შემდეგი სტატია„სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს 40 მილიონი ლარი არ ჰყოფნის“