,,პრეზიდენტმა მიხედოს თავის საქმეს მოსამართლეები მიხედავენ თავისას”

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

,,საქართველოს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ პრეზიდენტმა იქ იცხოვროს სადაც მოესურვება”- ამის შესახებ მარტვილში მყოფმა საქართველოს ენერგეტიკის-მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით პრეზიდენტი ახლანდელ რეზიდენციაში უკანონოდ იმყოფება და მისთვის ათონელის ქუჩაზე საცოვრებელი დიდი ხნის აშენებულია. ამის შესახებ ,,თაიმერის” რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება.

მარგველაშვილმა ვიცე-პრემიერისგან,  რუსთავი ორთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო  კიდევ ერთი საყვედური მიიღო.

,,ჩვენ არ ვერევით სასამართლო პროცესებში. პროცესებში ერევიან და ზეწოლას ცდილობენ, ნაციონალური ცდილობენ  ნაციონალური მოძრაობა და ამ პარტიის ლიდერები. ხელისუფლება ყველაფერ აკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლის ჩარჩოდან არ გამოვიდეს. არავის აქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩაერიოს მათ შორის არც პრეზიდენტს. პრეზიდენტმა მიხედოს თავის საქმეს მოსამართლეები მიხედავენ თავისას”- განაცხადა კახი კალაძემ.

 

 

banner
წინა სტატიაში“თელასი”-ხვალ თბილისის რამდენიმე უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
შემდეგი სტატიაყველას მონაწილეს თვალში მოგვხვდა გამომსვლელების ბიოგრაფიებში დაწერილი პრემიერ ღარიბაშვილის საოცარი ბიოგრაფია