პრეზიდენტმა მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს გამოვა
პრეზიდენტმა მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა

პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურებოდა. ახალა შემადგენლობაში, როგროც ცნობილია, სამი ახალი მინისტრია – თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი.
გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების თხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ და პრემიერმა მიმართეს.
ამ საკითხზე პრეზიდენტმა კომენტარი დღეს უკვე გააკეთა. ””ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას და პარლამენტს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. თქვენ იცით, რომ ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, გამართულიყო მშვიდ გარემოში კონსულტაციები. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ვნახეთ, რომ გაიმართა უმრავლესობის პოლიტსაბჭოს სხდომა, როგორც წესი იყო, ასევე შედგა განხილევები დეპუტატების მიერ, ეს ნორმალური და დემოკრატიული წესია, რომელისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესმა მოიტანა პოზიტიური შედეგი. ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ პარლამენტს და მთავრობის მუშაობაში. ჩემს მიერ პარლამენტის და მთავრობის წარდგენის გადადებაც ამ პროცესის ხელის შეწყობა იყო,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის მერი “დაპაუზებული ბათუმის” მუზეუმის დათვალიერებას არ აპირებს
შემდეგი სტატია,,ისლამური სახელმწიფოს,, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო (ფოტოალბომი)