პრეზიდენტი – შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო აფერხებს

გიორგი მარგველაშვილი კიევში

შეუძლებელია ეკონომიკური განვითარება მაშინ, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში სისტემური პარალელიზმის პრობლემა არსებობს.
“წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში. შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება როდესაც, ერთის მხრივ, გვყავს ეკონომიკის მინისტრი, მეტიც ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები. ამიტომ, სწრაფად უნდა გავაანაზილოთ არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილებები პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის თვალსაზრისით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ ევროპასაც სჭირდება ძლიერი დ დემოკრატიული საქართველო
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,რაც გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში