,,პრეზიდენტი ქვეყნის მომავალზე და საკუთარ მომავალზე უნდა დაფიქრდეს”

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

პრეზიდენტმა თავად უნდა შეაფასოს მოცემული ვითარება, თუ რა გადაწყვეტილება მიიღოს, – ასე უპასუხა “ერთიანი ნაციონალური მოძარობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე, მიმართავს ათუ არა გიგი უგულავა პრეზიდენტს შეწყალებისთვის.
რატიანის თქმით, კონსტიტუცია დაირღვა, როდესაც გიგი უგულავა კვლავ დააკავეს, შესაბამისად, გადაწყვეტილება პრეზიდენტმა თავად უნდა მიიღოს.
“პრეზიდენტმა თვითონ უნდა შეაფასოს მოცემული ვითარება და მან გადაწყვიტოს თუ რა გადაწყვეტილება მიიღოს. ის არის კონსტიტუციის გარანტი, კონსტიტუცია დაირღვა, როდესაც გიგი ერთი დღეც არ გააჩერეს და დააკავეს. შესაბამისად, პრეზიდენტი ქვეყნის მომავალზე და საკუთარ მომავალზე უნდა დაფიქრდეს”, – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას ადვოკატები განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ
შემდეგი სტატიათამაზ კირაკოზაშვილმა ძიუდოში ოქროს მედალი მოიპოვა