პრეზიდენტი რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე თანახმაა

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

პრეზიდენტი მზად არის, პარლამენტის მიმართვის შემთხვევაში პარლამენტის რიგგარეშე სესია დანიშნოს, – ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილნა გააკეთა.

მან პრეზიდენტის სახელით მთავრობის მიერ პირობის არშესრულების გამო საყვედური გამოთქვა. საუბარია, ეკონომიკური და სავალუტო კრიზისის დასაძლევად მთავრობის მიერ გეგმის შემუშავებაზე, რომელიც, შეთანხმებისამებრ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პრზიდენტისთვის 5 მარტამდე უნდა წარედგინა.

სწორედ ამ შეთანხმების გამო მარგველაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას რამდენიმე დღის წინ რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე უარი უთხრა.

გუშინ კი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მზად არის, ოპოზიცის მიმართვის შემთხვევაში რიგგარეშე სესია დანიშნოს, სადაც უკვე მთავრობა იქნება ვალდებული, მივიდეს პარლამენტში და კრიზისის დაძლევის გზებზე ისაუბროს.

“თავისუფლმა დემოკრატებმა” უკვეე გააკეთეს განცხადება, რომ ისინი პრეზიდენტს ამ თხოვნით მიმართავენ. “ნაციონალურ მოძრაობას” კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 27 აბი მეტადონი ამოიღო
შემდეგი სტატიაირაკლი გედენიძის ცემაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს დღეს საქალაქო სასამართლო განიხილავს