პრეზიდენტი “ნაციონალურ მოძრაობას” ხვდება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევ კრიტერიუმზებზე  გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ერთ საათზე მეტია რაც გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომდგენლებს ხვდება. პრეზიდენტს ამჯერად საკუთარ პოზიციას  “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აცნობენ.

პარტია “ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ ახალ თავჯდომარეს უნდა ჰქონდეს მაღალი კვალიფიკაცია საერთაშორისო დონეზე. უმცირესობაში აცხადებენ, რომ კოტე კუბლაშვილის შემცვლელი აპოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა გიორგი მარგველაშვილმაც. საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდება საბოლოო კრიტერიუმები და შეირჩევა კანდიდატი. მარგველაშვილის განცხადებით უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურის გამოვლენა “ღია და ჯანსაღი” პროცესი იქნება.

“ჩვენ შეხვედრებს ვმართავთ უმრავლესობასთან, ოპოზიციასთან, არსამთავრობო სექტორთან. ჩვენ უდნა შევძლოთ და მოვახერხოთ შეჯერება კრიტერიუმებზე, რათა მივიღოთ ყველაზე სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ადამიანობის მიღმა ჩადენილი ქმედება“- უსუფაშვილი ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საზოგადოებას არ უნდა ახსოვდეს პოლიტიკური ბატალიების მონაწილედ