პრეზიდენტი მთავარი პროკურორის დასახელების პრეროგატივას ითხოვს

იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძე.

კოჟორიძე აღმასრულებელ ხელისუფლებას სამთავრობო პროგრამას ახსენებს, სადაც წერია, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნის პრეროგატივა პრეზიდენტს აქვს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის იუსტიციის მინისტრის არგუმენტი მიუღებელია.

„საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს იმ წესს, რაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩაიწერა სამთავრობო პროგრამაში და, რაც მოიწონა პარლამენტმა. მხარს უჭერს იმიტომ, რომ ეს არის უკეთესი წესი. არგუმენტი, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში არ უნდა იყოს ჩართული, რადგან ის აღარ არის მთავრობის მეთაური, საფუძველს მოკლებულია. პირიქით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაასახელოს მთავარი პროკურორის კანდიდატი პრეზიდენტმა. თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზნის მიღწევა, ეს წესი უნდა იყოს შემოღებული,“ – აცხადებს კახა კოჟორიძე.

banner
წინა სტატიაშიკანცელარიასთან აქცია ,,stop russia” მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავთხოვოთ ევროკავშირს, რუსეთთან ერთად, ჩვენ და ოსებმა საზღვრის ნახაზი გავაკეთოთ”