პრეზიდენტი მართლმადიდებელ ეკლესიას და საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართულ საზოგადოებას ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრეზიდენტის განცხადებაში.
“საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მთლიანად ქართულ საზოგადოებას გულითადად ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.
განუზომელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი იმ ფასეულობათა დამკვიდრებასა და შენახვაში, რომლებიც ჩვენი სახელწიფოებრიობის, კულტურის, ტრადიციათა საფუძველს წარმოადგენენ.
სწორედ ამიტომ, საუკუნის წინ ავტოკეფალიის დაბრუნების მიზანი სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლის საკვანძო მომენტად იქცა და გააერთიანა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები, საერო და სასულიერო მოღვაწენი. დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ნიკო მარმა, მომავალმა პატრიარქებმა კირიონ II-მ და ამბროსიმ, მრავალმა სხვა მამულიშვილმა უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღსადგენად.
1917 წლის 25 მარტს ქართული სამღვდელოების საგანგებო კრებაზე მიღებული დოკუმენტი, რომლითაც ავტოკეფალიის გაგრძელება გამოცხადდა, ამ უდიდესი ძალისხმევის სამართლიან დაგვირგვინებად იქცა.
აღსანიშნავია, რომ ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისი იყო. ჩვენი ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე ოფიციალურად მხოლოდ 1990 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი ძალისხმევით მოხერხდა”, -ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილუგანსკელ და დონეცკელ სტუდენტებს აფხაზეთში საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად აცნობენ
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილისთვის IRI-ის კვლევის შედეგებს სანდოდ არ მიიჩნევს