„პრეზიდენტი კვლავ ითხოვს მთავრობის სხდომის მოწვევას გაზპრომის საკითხზე“

პრეზიდენტთან შეხვედრები და კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება

პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ კურიერში გაზპრომის საკითხზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მთავრობას გაზპრომის საკითხის დღის წესრიგში შეყვანა მოსთხოვა, თუმცა მთავრობამ მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

„ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია ამ საკითხზე უმაღლესი თანამდებობის პირებისაგან. ამ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე ასეთი აზრთა სხვადასხვაობის დროს ჩვენ გვინდა მივიღოთ ინფორმაცია. ჩვენ მოგვიწოდეს, რომ დალეაპარაკეთ გარკვეული თანამდებობის პირებს და გააკრვიეთ სიტუაცია. ასეთი ლაპარაკები შედგა უამრავი, თუმცა ნათელი სურათი ვერ მივიღეთ. ამის გამო კვლავ ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა მთავრობის სხდომაზე გაზპრომის საკითხის დღის წესრიგის შეტანაზე“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია საქართველომ ჩამოაყალიბოს ერთიანი პოზიცია ამ საკითხზე, რომელიც მკაფიო სურათს დახატავს როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლებამ სამწუხაროდ ხელები დაიბანა სამართლიანობის აღდგენაზე”
შემდეგი სტატიაივანიშვილი მარგველაშვილთან დაპირისპირების ფაქტებზე საუბრობს