პრეზიდენტი “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს ხვდება

გიორგი მარგველაშვილი - საოკუპაციო რეჟიმი ახლა ანექსიის რეჟიმში გადავიდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში იმართება, ფრაქციის წევრები ქვეყნის პირველი პირის პოზიციით დაინტერესდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს ის რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევაზე.
“თავისუფალი დემოკრატები” პირველი იყო, რომელმაც გააჟღერა საგანგებო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით პოზიცია. დღეს მოვედით პრეზიდენტთან, რომ გავმართოთ კონსულტაციები, რას ფიქრობს ის ამასთან დაკავშირებით – ხედავს თუ არა ამ სხდომის მოწვევის აუცილებლობას იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ვგულისხმობ ეკონომიკურ და სავალუტო კრიზისს. წინა შეხვედრაზე პრეზიდენტმა გვითხრა, რომ შეხვდებოდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს, მოისმენდა მათ პოზიციას, დაელოდებოდა სავალუტო ფონდის მისიის მუშაობის დასრულებას საქართველოში და შემდეგ მთავრობასთან ერთად შეაჯამებდა პოზიციას. მაგრამ დავინახეთ, რომ მთავრობა არ არის მზად, რათა პასუხი გასცეს არსებულ გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, ორივე მხრიდან ჩაითვალა საჭიროდ, რომ დღეს კიდევ ერთხელ გაგვევლო ეს თემა. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა რას ფიქრობს პრეზიდენტი, ასევე, თუ როგორ დაიგეგმება ეს სხდომა, თუ ის იქნება ქვეყნის პირველი პირის მხრიდან მოწვეული”, – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება იმას, რომ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დარგობრივი და ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტში მოუსმენენ, აბაშიძის შეფასებით, პარლამენტი არ არის მარტო კომიტეტი. “პარლამენტი არის სესია, სადაც დეპუტატები იკრიბებიან. პარლამენტის ყველა წევრი ერთ კომიტეტზე ვერ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, იმიტომ არის მნიშვნელოვანი რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომ იქ თავისი დრო ექნებათ ფრაქციებს, უმრავლესობასაც, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და გაიმართება მსჯელობა და დებატები ვითარებიდან გამოსვლის გზებზე”, – აღნიშნა აბაშიძემ.
პრეზიდენტთან შეხვედრას ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატებიდან” ზურაბ აბაშიძის გარდა ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე და ირაკლი ჩიქოვანი ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშინარმანია დუმილს არღვევს-მივა თუ არა თბილისის მერი საკრებულოში?
შემდეგი სტატიადავით ნარმანია ლექვინაძესთან მოლაპარაკებებს ადასტურებს