პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში 4 თებერვალს აღარ გაიმართება, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, განაცხადა.

მან განმარტა, რომ საშემოდგომო სესიაზე ვერ მოხერხდა რიგი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და სწორედ ამ თემებზე მსჯელობას დაუთმობს პარლამენტი თებერვლის დასაწყისს.

რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის თარიღს, საკითხი პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია – იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილი აშშ-ს საელჩოში სამჯერ იმყოფებოდა – რას იხსენებს ელჩი?