პრეზიდენტის ვიზიტი ვატიკანში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ვატიკანში დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი ხვალ მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციას გამართავს , რის შემდეგაც წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდება.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით პატარაიამ განაცხადა, დღეს დაიწყო პრეზიდენტის ვატიკანში ვიზიტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
“მე გამოვყოფდი არაღიარების თვალსაზრისით, ვინაიდან რომის პაპის პოზიცია, მისი მხარდაჭერა საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არაღიარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, აღვნიშნავდი დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების კონტექსტსაც და ამ კონტექსტითაც მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვატიკანში ვიზიტი”, – განაცხადა პატარაიამ.

banner
წინა სტატიაშიმოკლული პოლიციელი სამხედრო წესით დაკრძალეს
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია