პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბულგარეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა

ბულგარეთის პრეზიდენტს, როსენ პლევნელიევს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მასპინძლობოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბულგარეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. წითელ ხალიჩასთან პრეზიდენტებს საპატიო ყარაული დახვდა, სამხედრო ორკესტრის მიერ კი ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალს მთავრობიდან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო. ცერემონიალზე იმყოფებოდა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

ამჟამად პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და მედიის კითხვებს უპასუხებენ.

დღესვე, დაგეგმილია ბულგარეთის პრეზიდენტის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ხვალ როსენ პლევნელიევი ბათუმს ესტუმრება, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართავს შეხვედრას.

banner
წინა სტატიაში„გვინდოდა ვეფხვის დაძინება, მაგრამ აგრესიული იყო და თავდასხმაზე წამოვიდა“
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – ხვალ რა აღმოჩნდება და როგორ არის დათვლილი ზოოპარკის ადმინისტრაციისგან, ამაზე პასუხს ვერ ვაგებთ