პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას “დედამიწის საათი” უერთდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას “დედამიწის საათი” უერთდება. როგორც “თაიმერსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს , დღეს პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით – 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამოირთვება.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უერთდება გლობალურ გარემოსდაცვით აქციას “დედამიწის საათი”, რომელიც ყოველი წლის მარტში იმართება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გარემოსდაცვით კამპანიას საქართველო მეშვიდედ უერთდება.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – ჩვენი ამოცანაა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი არ ეთანხმება შეფასებებს, რომ ხელისუფლება აპირებს თავის თავზე მოირგოს კონსტიტუცია