საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღეს, დღის ბოლომდე იქნება გადაგზავნილი.
როგორც გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილებები მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ცნობილი გახდება, რა შედეგით დამრთავრდება განხილვები საკანონმდებლო ორგანოში.
“რაც შეეხება თავად ვეტოს დაძლევის საკითხს, ვეტო ნამდვილად არ არის არც კონსტიტუციონალიზმის თეორიაში, არც პრაქტიკაში, არც სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიჩნეული კონფრონტაციის და დაპირისპირების ინსტრუმენტად. ეს არის ხელისუფლების დაბალანსების და უკეთესი საკანონმდებლო პროდუქტის, უკეთესი ხარისხის კანონების მიღების ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღეს დღის ბოლომდე იქნება გადაგზავნილი”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტს აქვს გარკვეული ვადები თუმცა, ახლა არის საპარლამენტო არდადეგები. თუმცა, პარლამენტი უფლებამოსილია, სთხოვოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და ამ რიგგარეშე სხდომაზე განიხილოს ვეტოს საკითხი.
“შესაბამისად ახლა იქნება ეს საკითხი განხილული თუ საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტოის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.