პრეზიდენტის ადმინისტრაცია: კანონპროექტი ნეიტრალურ, დამოუკიდებელ პროკურატურას ვერ უზრუნველყოფს

ჩვენი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურის კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურად ნეიტრალურ, დამოუკიდებელ პროკურატურას , – ამის შეახებ ადამიანის უფლებების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩველმა, კახა კოჟორიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც პროკურატურისა და შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.
“პროკურატურის და შსს-ს რეფორმირების საკითხზე ჩვენ შევხვდით არასამთავრობო, პროფესიულ ორგანიზაციებს, ასევე პრაქტიკოს ადვოკატებს, ექსპერტ-სპეციალისტებს. უმეტესი მათგანის პოზიცია არის კრიტიკული, როგორც პროკურატურის, ასევე შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ დღეს საქართველოს ჭირდება პროკურატურის რეფორმა, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ნეიტრალური პროკურატურა. სამწუხაროდ ის კანონპროექტი, რომელიც არის პროკურატურის შესახებ წარმოდგენილი, ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურის კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი, პროკურატურის მიღებას. ცუდია ის, რომ ქვეყანა კარგავს შანსს, მომდევნო 6 წლის განმავლობაში საქართველოს ყავდეს უკეთესი წესით არჩეული მთავარი პროკურორი”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტში არ არის საუბარი მთავარი პროკურორის არანაირ კრიტერიუმზე, არც პიროვნულ, არც პროფესიულ კრიტერიუმზე, შესაბამიას როგორი მთავარი პროკურორი ჭირდება ქვეყანას, სასურველია, ეს კანონპროექტში ჩაწერილიყო.
“ჩვენ გვჭრდება პროგრესი ამ მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ სათანადო პროგრესს წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს. რაც შეეხება შსს-ს, აქ აზრი არის კონსოლიდირებული იმ გაგებით, რომ საჭირო იყო იმ პრობლემატიკის პირველ რიგში კარგად გააზრება, ანალიტიკური შეფასება, რაც ახლდა შსს-ს სტრუქტურების გაერთიანებას. უნდა გააზრებულიყო, რა პორბლემებია დღესდღეობით და ამის შემდეგ უნდა გასაზღვრულიყო სტრატეგია და მიზანი, თუ რის მიღწევა გვინდა გაყოფით. ამ რეფორმას ჭირდებოდა მეტი გააზრება”, – განაცხადა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: უნდა გახსოვდეთ, რომ ამერიკაში დროებით ხართ, თქვენი სამშობლო საქართველოა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის მრჩევლის შენიშვნებს თეა წულუკიანი არ ეთანხმება