პრეზიდენტთან ურთიერთობა-“მოსახლეობას არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი წავა პარლამენტში თუ არ წავა”

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

612oriმთავრობის დასწრება პარლემენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე და ურთიერთობა პრეზიდენტთან – ეს იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პრემიერი-მინისტრმა მიმდინარე პრესკონფერენციის დროს ვრცლად ისაუბრა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან გართულებული ურთიერთობა არ აქვს და ამის დემონსტრირებისთვის არ არის აუცილებელი მისი მისვლა პარლამენტში, მითუმეტეს, რომ ეს კონსტიტუციით არაა გათვალისწინებული:

„აბსოლუტურად არავითარი პრობლემა, არც გართულებული ურთიერთობა არ გვაქვას პრეზიდენტ მარგველაშვილთან. მე მაქვს აბსოლუტურად ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა, ისეთი როგორიც უნდა მქონდეს. ჩვე გვაქვს სხვა რეალობა, გვაქვს ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, საქართველოს მთავრობას აქვს დელეგირებული კონსტიტუციით და კანონით მისი ფუნქცია-მოვალეობები, გვაქვს ჩვენ საკანონმდებლო ორგანო, გვაქვს სასამართლო ხელისუფლება და გავქვს მეტ-ნაკლებად დაბალანსებული ვითარება. ასემ რომ მე მესმის იმ ადამინების, რომლებიც ცდილობენ მუდმივად დახატონ სურათი ისე, რომ თითქოს რაღაც კონფლიქტი არსებობს პრემიერსა და პრეზიდენტს შორის. მე გარწმუნებთ, რომ არავითარი კონფლიქტი მითუმეტეს არავითარი პირადი სახის კონფლიქტი ჩვენ არ გვაქვს. როცა გვაქვს რაღაც საერთო საზოგადოებრივი ღონისძიებების ფარგლებში რაღაც შეხვედრები, ან გვაქვს რაღაც საერთო სახელმწიფოებრივ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები, გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური, ჯანსაღი, ისეთი როგორიც უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში ურთიერთობები. ისეთი როგორიც უნდა იყოს ნორმალურ საპარლამენტო რესპუბლიკებში. სადაც მთავრობა არის გამიჯნული, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება არის გამიჯნული, პრეზიდენტი არის ცალკე, პარლამენტი ცალკე, ეს ნორმალურია. მე მესმის, რომ 2 წლის წინ სხვა რეალობა იყო რომ პრეზიდენტი იყო ერთი კაცი, რომელიც ყველაფერს წარმოადგენდა. იყო მთავარი მოსამართლეც, იყო მთავარი პროკურორიც, იყო პოლიციელიც…ყველაფერი თვითონ იყო.დღეს სხვა რეალობა გვაქვს, ამას უნდა შევეგუოთ. ფსიქოლოგიურად შეიძლება ეს არ არის მარტივი, შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოპთ ეს პროცესი,ეს პროცესი ჩვენ დავიწყეთ უკვე და მიმაჩნია, რომ ჩვენ მეტი ინფორმაცია იუნდა მივაწოდოთ საზოგადოებას. … ახალი რეალობა კიდევ ერთხელ განვუმარტოთ. გასუყლ წელს ჩვენ გვქონდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, უნდა დაესწროს მთავრობა, თუ არ უნდა დაესწროს კოალიციის ფარგლებშიც. მაშინ ვთქვით, რომ ვინაიდან გვაქვს ახალი რეალობა და ჩვენ ზოგადად ვერიდებით პომპეზურობას და არ ვართ ის მთავრობა რომელიც პომპეზურობით გამოირჩევა, ჩვენ ვთქვით მაშინ, რომ ალბათ არ იყო საჭირო მთავრობის წევრების დასწრება პრეზიდენტის გამოსვლაზე პარლამენტში. ასე, რომ მე ვფიქრობ, რომ ამის დრამატიზება საერთოდ არ არის საჭირო. მითუმეტეს დღეს, საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილი წავა პარლამენტში თუ არ წავა, ან მინისტრი გიორგაძე დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში. ჩვენ რა თქმა უნდა ვუსმენთ ერთმანეთს, მეც მოვუსმენ სიამოვნებით, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ პარლამენტის შენობაში ვიყო, შეიძლება მოვუსმინო ტელევიზორით. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი საქმე.თუ ჩვენ ყველანი გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, კარგად გავაკეთებთ, დამერწმუნეთ, რომ ბევრდა კარგად იქნება ყველაფერი.” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალასიანია ღარიბაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიამათი გადასაწყვეტია, სცემენ თუ არა ისინი პატივს პარლამენტს და სახელმწიფოებრივ ტრადიციებს–გიორგი მარგველაშვილი