პოსტსკრიპტუმმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა მოიპოვა

პოსტსკრიპტუმმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა მოიპოვა

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრაპოსტსკრიპტუმმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა მოიპოვა, რომელიც უკვე 10 წელია ქართულ მხარეს არ გაუსაჯაროვებია და საიდუმლოდ ინახავს. დოკუმენტის ერთი ნაწილი „რუსთავი 2“-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. საუბარია დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც ამერიკელი სპეციალისტების მიერ საბურთალოს 53-ში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებია ასახული. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ რამდენიმე ნივთზე ზურა ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალია აღმოჩენილი. მათ შორის ჭიქასა და სიგარეტის ნამწვავზე.

ადვოკატები ამბობენ, რომ დასკვნას პროკურატურა სასამართლოში გადაგზავნილ საქმის მასალებში განზრახ არ დებს, დოკუმენტაციის სრულად შესწავლის შემთხვევაში კი ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, რაც საგამოძიებო ორგანოს ინტერესებში არ შედის.

ჟვანიას საქმე ფოტო ნომერი 13 პრემიერის სიკვდილიდან რამდენიმე საათში იმ ბინაშია გადაღებული, სადაც ზურაბ ჟვანია რაულ უსუპოვთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. ფოტოზე, პირღებინების კვალი ჩანს, გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნაში ადვოკატების ინფორმაციით დეტალურად არის განმარტებული, თუ რატომ გახდა გარდაცვალებამდე ცუდად ჟვანიასთან ერთად დაღუპული რაულ უსუპოვი, თუმცა ეს დოკუმენტი პროკურატურამ საქმიდან გააქრო.

„რუსთავი 2“ -სთვის კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნა ჟვანიას საქმეზე ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი სიკვდილის მიზეზებს ეხება, მეორე კი ათობით ექსპერტიზის შედეგების ოქმებია.

„გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად, კერძოდ არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა რომელიც გაიტანდა არის გამათბობლიდან“

„ბინა იყო ჰერმეტულად დახშული – ანუ პრაქტიკულად იყო ჰაერგაუმტარი და ტესტირების მომენტისათვის გარე ატმოსფეროდან ჰაერის შეღწევა ვერ ხერხდებოდა“

„ტესტირების ჩატარებისას და ქართული მხარის წინასწარი მოკვლევის შედეგების ანალიზისას არაფერი აღმოჩენილა ისეთი რაც ეწინააღმდეგება იმ დასკვნას რომ ბატონები ჟვანია და უსუპოვი გარადიცვალნენ ნახშირბადის მონოქსიდით ინტოქსიკაციის შედეგად“

რატომ მალავს პროკურატურა ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნას? ადვოკატებმა ამ მასალების გასაჯაროვება პროკურორებს რამდენიმეჯერ სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. ადვოკატები ყვებიან, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნაში, ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული, მათ შორის წერია, რომ ნაქირავებ ბინაში პრემიერისა და რაულ უსუპოვის თითის 27 ანაბეჭდია აღმოჩენილი.

გასულ კვირას ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების რიცხვს კიდევ ორი შეემატა. ბრალი ვაკის ყოფილ პროკურორს მამუკა გვარამიასა და მის თანაშემწეს როსტომ ლაზარიას წაუყენეს. მთავარი პროკურატურა მათ საქმის მასალების ფალსიფიკაციაში ადანაშუალებს. საუბრია პროდუქტებსა და სასმელზე რომელიც გარდაცვალების ადგილას- გაშლილ სუფრაზე აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით ერთი ბოთლი კონიაკი, ორი ბოთი წვენი ძეხვი ლორი და შოთის პური, იმ სუპერმარკეტში არ იყო ნაყიდი, რომელიც საქმის მასალებში პროკურორებმა 10 წლის წინ მიუთითეს.

ზურაბ ჟვანიას ძმას ეჭვი აქვს, რომ საბურთალოს 53-ში მდებარე ბინაში სუფრა ყოფილი ხელისულფების წარმომადგენლებმა პრემიერის სიკვდილის შემდეგ გაშალეს, რათა გარდაცვალების რეალური მიზეზი დაემალათ, ეს გარემოება კი მათ მოგონილი ვერსიის გამყარებაში დაეხმარებოდა.

საპირისპიროს ამბობენ პროკურატურაში, სადაც განმარტავენ, რომ გამოძიებამ ამ ეტაპზე მხოლოდ ის დაადგინა, რომ პროდუქტები კონკრეტულ მარკეტში არ იყო ნაყიდი, თუმცა იქ პრემიერის დავალებით მიიტანეს, თუ მისი გარდაცვალებისა შემდეგ უცნობია.

ზურაბ ჟვანიას საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა დასაც წერია, რომ სუფრაზე წარმოდგენილი პროდუქტები პრემიერისა და რაულ უსუპოვის ორგანიზმში ნამდვილად აღმოჩნდა, მაგრამ დასკვნა ვერ მოხვდა ახალ საქმეში.

ოქმი რომლის გაყალბებაშიც პროკურატურა ვაკის ყოფილ რაიონულ პროკურორსა და მის თანაშემწეს ადანაშუალებს, იგივე პროკურორს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად აქვს გამოყენებული, რასაც ადვოკატების თქმით საქმე აბსურდამდე მიჰყავს.

ჟვანიას საქმის გამომძიებელიც და მისი თანაშემწე ახლა ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან, ამბობენ რომ პროკურატურის სიცრუის მანქანა ახლა მათ კართან გაჩერდა და საქმეში მათ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. პროკურატურას კი მათი დაკავება საქმიანის იმიჯის შესაქმნელად სჭირდება.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ძიება ახლა იმავე მუხლით მიმდინარეობს რომლითაც 10 წლის წინ, ორი წლისა და ოთხის თვის განმავლობაში ჯერ არ გამოჩენილა სამხილები, რომელიც გამოძიებას საქმის უბედური შემთხვევიდან მკვლელობის მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველს მისცემდა.

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშიინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინს ტირანი უწოდა
შემდეგი სტატიაარის რამდენიმე თვითმხილველი იმისა თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან–ირაკლი შოთიძე