პოროშენკო: “ჭკუასუსტი პაციფიზმის დრო ქვეყანაში დასრულდა”

პოროშენკო:

პოროშენკო: "ჭკუასუსტი პაციფიზმის დრო ქვეყანაში დასრულდა"უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში “ჭკუასუსტი პაციფიზმის” დრო დასრულდა. როგორც უკრაინის მედია ავრცელებს, განცხადება მან ჩუგუევას სამხედრო აეროპორტის ვიზიტისას გააკეთა.

“ეს დრო წარსულს ჩაბარდა. წლის დასასრულისთვის დაგეგმილია იარაღის და სამხედრო ტექნიკის განახლება და შეძენა, საუბარია დაახლოებით 300 ცალ ბრონირებულ ტექნიკაზე, 400 ერთეულ ავტომობილზე და 30 ათას ერთეულ რაკეტაზე, დიდი ოდენობით სასროლ იარაღზე და სხვა” – განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის ლიდერმა ასევე თქვა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ახლა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე ერთი წლის წინ. “არ ვართ იარაღის გარეშე, შიშვლები და მშივრები, თუმცა საველე სამზარეულო არც ისე მრავალფეროვანია” – განაცხადა პოროშენკომ.

11 აგვისტოს პოროშენკომ კანონს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც სამხედრო ძალებს ბიუჯეტი 5,3 მილიარდი გრივენით გაეზარდათ (240 მილიონ ევროზე მეტი). აღინიშნება, რომ ამ თამხებით აღმოსავლეთ უკრაინაში ძალოვანი ოპერაციები დაფინანსდება. თანხა ხარჯების შემცირებით მოიძიეის.

banner
წინა სტატიაშინატოს ცენტრის საქართველოში გახსნა თბილისისადმი უნდობლობას იწვევს
შემდეგი სტატიაბათუმში ავტომობილი ტროტუარზე სამ ადამიანს დაეჯახა