პოროშენკო სააკაშვილის პრემიერობას განიხილავს… პეტიციამ ხმების რაოდენობა მოაგროვა (+VIDEO)

REFILE - CORRECTING DATE Ukrainian President Petro Poroshenko (L) and governor of Odessa region Mikheil Saakashvili (C) talk to locals near the regional state administration in Odessa, Ukraine, May 30, 2015. REUTERS/Ukrainian Presidential Press Service/Mykola Lazarenko/Handout via Reuters ATTENTION EDITORS - FOR EDITORIAL USE ONLY. NOT FOR SALE FOR MARKETING OR ADVERTISING CAMPAIGNS. THIS PICTURE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY. REUTERS IS UNABLE TO INDEPENDENTLY VERIFY THE AUTHENTICITY, CONTENT, LOCATION OR DATE OF THIS IMAGE. THIS PICTURE IS DISTRIBUTED EXACTLY AS RECEIVED BY REUTERS, AS A SERVICE TO CLIENTS. THIS IMAGE HAS BEEN SUPPLIED BY A THIRD PARTY. IT IS DISTRIBUTED, EXACTLY AS RECEIVED BY REUTERS, AS A SERVICE TO CLIENTS.

უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტ პოროშენკოს საიტზე დადებულმა ელექტრონულმა პეტიციამ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად  დანიშვნის მოთხოვნით, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვა, რის გამოც კანონის თანახმად პრეზიდენტ პოროშენკოს ამ საკითხის განხილვა მოუწევს…

7 სექტემბრის 23:30 საათისათვის, პრეზიდენტის საიტზე განთავსებულ პეტიციაზე 25001 ხელმოწერა დაფიქსირდა, რაც ამ მოთხოვნის განხილვის აუცილებლობას აკისრებს უკრაინის პრეზიდენტს… თუმცა თავად სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში არ ადასტურებდა უკრაინის პრემიერობის სურვილს და აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი ,,პოლიტიკური სპეკულაციები და ინტრიგებია,, მიუხედავად ამისა, უკრაინელი მიმომხილველების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი სწორედ პრემიერობას უმიზნებს და დასავლეთიც მას აქტიურად ეხმარება. აღნიშნავენ ასევე პრეზიდენტ პოროშენკოს სურვილს გვერდით ყავდეს ისეთი პრემიერი, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობაშიც დაეხმარება და ოლიგარქების გავლენისაგანაც დაიცავს მას. თავად პოროშენკოს მეტოქე კი, სააკაშვილი უკრაინული კონსტიტუციით კიდევ 10 წელი ვერ გახდება…

7 სექტემბერს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ,,რადიო თავისუფლების,, რუსულ ბიუროს მისცა ინტერვიუ, სადაც  განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით იქცევა როგორც ,,შურიანი მეზობელი, რომელიც მეზობელს ჭუჭრუტანიდან უყურებს და უნდა, რომ მას არაფერი გამოუვიდეს, რადგანაც თვითონაც არაფერი გამოსდის,,

,,ჩვენ ვცდილობთ, რომ უკრაინის რეფორმები გავიტანოთ აქ ოდესაში..  თუ რეფორმები გამოვა, ის უნდა გამოვიდეს მთელს უკრაინაში და რათქმა უნდა ცალკე აღებული ოდესა, ვერაფერს ვერ შეცვლის,, აცხადებს სააკაშვილი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ მას მისი პირადი პერსპექტივები არ არის ოდესასთან დაკავშირებული და რომ მას რეზულტატის მიღწევა უყვარს… უყვარს იმ ხალხისათვის, რომლის ნაწილადაც გრძნობს თავს… ,,მე უკრაინის ნაწილად ვგრძნობ თავს… მე აქ დიდხანს ვცხოვრობდი… ვლაპარაკობ უკრაინულად…  მე არა მარტო ქართველი ვარ, არამედ ვარ ევროპელი, ოდესელი და უკრაინელიც… ეს ყველაფერი თავსებადია,, აცხადებს სააკაშვილი.

საკაშვილმა ასევე ინტერვიუ მისცა ტელეარხ ,,newsone,,-ს სადაც ვრცლად ისაუბრა რეფორმებზე და იმ დაპირისპირებაზე, რომელმაც ბოლო დღეებში იჩინა თავი ოდესის გუბერნატორსა და უკრაინის პრემიერს შორის, პრემიერის მხარდამჭერ  უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად…

www.timer.ge

/იხილეთ ორი ვიდეო/

banner
წინა სტატიაშირუსეთი ანტიდასავლურ პროპაგანდას უარყოფს
შემდეგი სტატიავინ რამდენ ლტოლვილს მიიღებს ევროპაში და როგორ…?