პოროშენკო: „ომი მაშინ დასრულდება, როცა დონბასს და ყირიმს დავიბრუნებთ“

ბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვს

უკრაინაში მშვიდობიანი ცხოვრება მხოლოდ მაშინ აღსდგება, როცა უკრაინა დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.
„რა დროს დაიკავებს ეს? იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება“ – განაცხადა უკრაინის ლიდერმა. მისი თქმით, ეს არის ის საკითხი, რომელშიც შეუძლებელია კომპრომისების არსებობა. მისთვის ოპტიმალური სცენარი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად ტერიტორიების დაბრუნება.
„ეს ჩვენ სახალხოდ შევთავაზეთ რუსეთს სამმხრივ სამუშაო ჯგუფში, რომელიც ეუთოსთან ერთად გაიმართა“ – თქვა პრეზიდენტმა პოროშენკომ.
მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ყველა სამხედრო ტყვეს განთავისუფლება და ეუთოს მისიისთვის მინსკის შეთანხმება ფარგლებში ყველა ინფორმაციაზე წვდომა.
რამდენიმე ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საკუთარი ინტერესებისთვის რუსეთი ბოლომდე იბრძოლებს. პუტინი, როგორც გამომცემლობა ბიბისი წერს, დასავლეთს ატომური იარაღის გამოყენებითაც დაემუქრა, თუკი დასავლეთი ყირიმის ანექციას წინ აღუდგებოდა. მან ამის შესახებ დოკუმენტურ ფილმში „ყირიმი. გზა სამშობლოსკენ“ მოყვა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია თინა ხიდაშელს რამდენიმე რჩევას აძლევს
შემდეგი სტატიანატო: რუსეთი, შესაძლებელია დონბასზე ახალ შეტევას ამზადებდეს