პოროშენკო მინსკში პირველ შედეგებს ითვლის

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მინსკში მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად, უკრაინაში არანაირ ფედერალიზაციაზე და ავტონომიებზე საუბარი არ იქნება. მისივე განცხადებით, 2015 წლის ბოლომდე, შეთანხმების საფუძველზე, უკრაინის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის ყველა ფორმირება გაყვანილი და რუსეთთან საზღვრის მთელ პერიმეტრზე უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლი აღდგენილი იქნება.

,,ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო რუსეთის მხრიდან, რომ ფედერალიზაციაზე მოგვეწერა ხელი, მაგრამ ჩვენ არ დავემორჩილეთ ამ პროვოკაციას. ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ კონსტიტუციური ცვლილების ფარგლებში კონფლიქტური რაიონების გარკვეულ დეცენტრალიზაციაზე წავიდეთ, მაგრამ არამც და არამც ფედერალიზაციაზე.,, განაცხადა პოროშენკომ. მისივე განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ 19 დღის განმავლობაში განტავისუფლდნენ ტყვეები ,,ყველა-ყველაზე,, პრინციპით, 14 დღეში კი მძიმე ტექნიკა უნდა იქნას გაყვანილი კონფლიქტის ზონიდან.

,,რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, ამაზე ბევრ პირობას გვიყენებდნენ, თუმცა ჩვენ დავიცავით ჩვენი პოზიცია და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე 15 იანვარს, ღამის 0 საათსა და 00 წუთზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველგვარი ცეცხლის გახსნა უნდა შეწდეს.,, განაცხადა პოროსენკომ, თუმცა მას ამჯერად არ დაუკონკრეტებია, რა მექანიზმებით მოხდება მიღწეული შეთანხმების შესრულება და ვინ განახორციელებს მონიტორინგს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი – პოროშენკოსთან შევთანხმდი, რომ სამხედრო ექპერტებს დებალცევოში არსებული ვითარების შეფასება დაევალოთ
შემდეგი სტატიასააგენტო Associated Press აქვეყნებს იმ პუნქტებს, რომლებზეც პეტრო პოროშენკო და ვლადიმერ პუტინი ვერ შეთანხმდნენ.