პოროშენკო თვლის რომ უკრაინული არმია მზადაა მტრის შეტევა მოიგერიოს

ბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვს

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის ალბათობა კიდევ უფრო იზრდება, – განცხადება ამის შესახებ პეტრე პოროშენკომ ხარკოვის ოლქში გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტმა ჯარისკაცებს ახალი სამხედრო ტექნიკა გადასცა.

მისი თქმით, ახლა უკრაინული არმია უკეთ მომზადებულია, ვიდრე ერთი წლის წინ და მზად არის, მტრის შეტევაც მოიგერიოს.

პოროშენკოს თქმით, სამხედრო საფრთხე აღმოსავლეთ რეგიონებში ათწლეულები იარსებებს, რადგან მოწინააღმდეგე, ყირიმის გარდა, უკრაინის კიდევ 8 რეგიონის ანექსიას გეგმავდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ოქროპირიძე ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს
შემდეგი სტატიავიდეო–ავიაშოუზე გამანადგურებლის ჩამოვარდნას 7 ადამიანი ემსხვერპლა