პოროშენკო გაერო-ს სამშვიდობო ძალების დონბასში შეყვანასთან დაკავშირებულ იდეას მხარს არ დაუჭერს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს არ უჭერს იდეას ვითარების დარეგულირების მიზნით, გაერო-ს სამშვიდობო ძალების დონბასში შეყვანასთან დაკავშირებით. “ლიგა.ნეტ”-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა გუშინ მიუნხენის კონფერენციაზე დებატებისას განაცხადა, რომელიც უკრაინის საკითხს მიეძღვნა.
პოროშენკომ საკუთარი პოზიცია იმით ახსნა, რომ გაერო-ს სამშვიდობო ძალების უკრაინაში შეყვანას უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ესაჭიროება, რასაც 6 თვე დასჭირდება. მისივე თქმით, უკრაინელები ამდენს ვერ მოითმენენ, რადგან ყოველდღიურად დონბასში არსებული დაპირისპირებისას, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები იღუპებიან.

პოროშენკოს განცხადებით, უპირველესი ამოცანა დონბასში ვითარების დეესკალაციისთვის ცეცხლის სრულად შეწყვეტა და რუსეთის ჯარის უკრაინიდან გასვლაა აუცილებელი.

მისივე თქმით, როგორც კი რუსეთთან საზღვარი ჩაიკეტება, ოკუპირებულ დონბასში ვითარება რამდენიმე კვირაში დამშვიდდება და გაერო-ს სამშვიდობოების შესვლა საჭირო აღარ იქნება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის
შემდეგი სტატიალადო ჭანტურია – ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი წელს აუცილებლად შედგება