პოროშენკო: აშშ ახალი ტიპის იარაღით მოგვამარაგებს…

უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოს განცხადებით, აშშ უკრაინას ახალი ტიპის თავდაცვითი იარაღით მოამარაგებს…

უკრაინული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში, პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინისათვის იარაღის გადმოცემის სპეციალურ ბრძანებულებას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე მოაწერა ხელი…

,,მე სამი შეხვედრა მქონდა ნიუ-იორკში პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და მქონდა შეხვედრა ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომელმაც განმიცხადა, რომ მან უკვე მოაწერა ხელი უკრაინისათვის ახალი ტიპის იარაღის გამოყოფის ბრძანებას… ეს იარაღი ჩვენ ჰაერივით გვჭირდება,, განაცხადა პოროშენკომ.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშილეონელ მესის ძმა დააკავეს…
შემდეგი სტატიასატყეო სააგენტო სოფლელებს ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობს…