უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტზე შესაძლოა, დღეს წარადგინოს-ამის შესახებ ინფორმაციას ეხო მასკვი ავრცელებს, რომლის თანახმად, ოდესის გუბერნატორის პოსტზე ახალ კანდიდატურას უკრაინის პრეზიდენტი დღეს შუადღით წარადგენს.
სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს გავრცელდა.
როგორც პოროშენკოს პრესსპიკერმა, სვიატოსლავ ცეგოლკომ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, მინისტრთა კაბინეტმა სააკაშვილის კანდიდატურა გუშინ წარადგინა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის შეხვედრა გუშინ ღამითვე გაიმართა.