პოროშენკომ დონბასში არსებული ვითარების გამო დავოსში ვიზიტი შეწყვიტა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დონბასში არსებული ვითარების გამო, დავოსის ეკონომიკური ფორუმი ვადაზე ადრე დატოვა.
“სამწუხაროდ, ვითარების ესკალაციის გამო უკრაინაში ვბრუნდები”, – განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა.
ტელეკომპანია “დოჟდი” იუწყება, რომ პოროშენკოს პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე 20 იანვარს დაწერა, რომ პეტრო პოროშენკო დავოსის ფორუმს დროზე ადრე დატოვებდა.
“სულ ახლახან გენერალური შტაბის მეთაურმა და თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტს მოახსენეს დონეცკის აეროპორტში არსებული ვითარების შესახებ. პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეემცირებინა შვეიცარიაში ვიზიტი და უკრაინაში დაბრუნდება”, – დაწერა პრესმდივანმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ სუხიაშვილის ცხედარს დღეს ღამით, კიევი-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ
შემდეგი სტატიათამაშის და ხუმრობის დრო აღარ რჩება-კონსტანტინე გამსახურდია