უკრაინის პრეზიდენტმა პიტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ რუს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვს სიკვდილის შემდეგ აჯილდოვებს თავისუფლების ორდენით.
პოროშენკომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ნემცოვი უკრაინელებისთვის ყოველთვის დარჩება რუსეთის პატრიოტი და უკრაინის მეგობარი.
დღეს, მოსკოვში ბორის ნემცოვის დაკრძალვის ცერემინიალი გაიმართა.
დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერი ჯონ მაიჯორმა, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად, რუსეთის ხელისუფლებას გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა.