პოპ მომღერალ ჰარი გლიტერს პედოფილიისთვის 16 წელი მიუსაჯეს

პოპ მომღერალ ჰარი გლიტერს პედოფილიისთვის 16 წელი მიუსაჯეს

პოპ მომღერალ ჰარი გლიტერს პედოფილიისთვის 16 წელი მიუსაჯესბრიტანელ ჰარი გლიტერს 16 წელი მიესაჯა სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის. მოქმედებები, რომელზეც საუბარი იყო, ხდებოდა 1975-1980 წლებში.

პროცესზე ლონდონის სასამართლომ გლიტერი დამნაშავედ ცნო გაუპატიურების მცდელობის, სექსუალური გამოძალვის და 13 წლამდე ასაკის გოგონებთან სექსუარი ურთიერთობის დამყარების გამო.
70 წლის გლიტერს ემოცია არ გამოუხატავს განაჩენის გამოქვეყნებისას.

„თქვენ მათ ნამდვილი და მოურჩენელი ჭრილობები მიაყენეთ და ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთეთ, რომ საკუთარი სექსუალური ფანტაზიები დაგეკმაყოფილებინათ“ განაცხადა პროცესზე მოსამართლემ.
გლიტერის, როგორც მუსიკოსის პროფესიული პიკი 70-იან წლებში მორჩა, რომლის შემდეგაც ის არა ერთხელ გაეხვა სხვადასხვა სექსუალური ხასიათის სკანდალში. ის პედოფილიის ბრალდებით რამდენჯერმე ციხეშიც იჯდა.

timer.ge

banner
წინა სტატიაშიბანგლადეშში ათეისტი ბლოგერი დანებით აჩეხეს
შემდეგი სტატიარუსეთს აქვს დეკლარირებული მიზანი, რომ ის აკონტროლებდეს სამხრეთ კავკასიაში სარკინიგზო ქსელს