პოლონეთში რუსული „ღამის მგლების“ მოტოგარბენს აპროტესტებენ

რუსი ბაიკერები1ვლადიმიტ პუტინის საყვარელმა მოტო კლუბმა „ღამის მგლები,“ რომელსაც ზოგჯერ ამერიკულ „ეშმაკის ანგელოზებს“ ადარებენ, პოლონეთში პროტესტი გამოიწვია.

რუსი ბაიკერები 9 მაისს პოლონეთის გავლით ბერლინში აპირებენ წავლას ნაცისტური გერმანიის დამარცხების დღის აღსანიშნავად.
„ღამის მგლები“ კრემლის და მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერით სარგებლობს. ისინი 6 ათასი კილომეტრის გავლას გეგმავენ რუსეთიდან გერმანიაში ბელორუსის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და ავსტრიის გავლით სანამ ბერლინში შევლენ.
მოტოგარბენმა სტარტი 25 აპრილს უნდა აიღოს და მასში სხვა რუსული ბაიკ-კლუბის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი პოლონეთში აუშვიცთანაც გეგმავენ გაჩერებას.
პოლონელების ერთ ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ბაიკერები პუტინის მხარდაჭერით სარგებლობენ. ზოგიერთმა პოლონურმა გამოცემამ გუშინ პუტინის ბაიკერებთან ერთად გადაღებული ფოტო დაბეჭდა. ბაიკ-კლუბი მხარს უჭერდა ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნებას.
პროტესტი 10 ათასზე მეტმა პოლონელმა გამოთქვა. ისინი კამპანიას ფეისბუქის საშუალებით აწარმოებენ. „კლუბის პოლონეთში შემოსვლა ხომ არ ნიშნავს გაფრთხილებას, ან იქნებ ეს უკვე რუსეთის მხრიდან დაწყებული აგრესიაა?“ – წერია ფეისბუქის გვერდზე.
„იმედი გვაქვს, ჩვენი მოტო-ძმები, მათი კლუბური მიმდინარეობების მიუხედავად რუს ბაიკერებს ადგილზე დასვამენ. ჩვენ არ შევშინდებით. დაბლოკეთ მათი პოლოენთში შემოსვლა. მათ პოლონეთის საზღვრის გადაჭრის უფლება არა აქვთ“ – წერენ აქტივისტები.
ბლიც გამოკითხვამ, რომელიც პოლონურმა ტელეკომოპანია TVN-მ ჩაატარა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 52 % რუსი ბაიკერების პოლონეთში შემოსვლის წინააღმდეგი არიან.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა Google კონკურენციის დარღვევაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაასობით მიგრანტი სიკვდილს გადაურჩა