“პოლიციელს რას ვთხოვთ? თავი შეაკლას და მერე მაგის სახელი და გვარიც აღარ გვახსოვდეს?”

ე,წ საზღვარზე ოკუპანტების მიერ ქართული დროშის ჩამოხსნას და მათთვის წინააღმდეგობის არ გაწევის გამო, ქართული პოლიციელების დადანაშაულების ფაქტს პარლამენტარი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება

“და პოლიციელს რას ვერჩით?!…
ქვეყანამ გადავწყვიტეთ ვიომოთ და პოლიციელმა უკან დაიხია?!

ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ნებისმიერი მიზეზი შეიძლება პროვოკაციად გვექცეს და ნებისმიერი პროვოკაცია განახლებულ ომად?!

აა, ომი არ გვინდა?…

დიახ გეთანხმებით, ომი საშინელებაა.
არ გამოდის აბა ისე, ვერ ხედავთ რომ სულ ჰკიდია ამ დედააფეთქებულ ოკუპანტს ჩვენი სიმართლე და არგუმენტები.
დიდია, უსინდისო, უსამართლო და გვქელავს!

ჰოდა რას ვშვებით, ვიბრძვით?!
მე რასაც ვხედავ – არა.
არც ომს ვაპირებთ და არც ბრძოლას.

და პოლიციელს რას ვთხოვთ აბა?
თავი შეაკლას და მერე მაგის სახელი და გვარიც აღარ გვახსოვდეს?

იქნებ ამაზე ჩამოვყალიბდეთ და აქედან გამომდინარე ვიმოქმედოთ და მოვითხოვოთ, თორემ გაცვდა მკერდი ცარიელი მჯიღის ცემით!

p.s. პირადად მე, რაც დავიბადე, ჩემი ქვეყნის ყველა ომში ვმონაწილეობდი და არც მომავალში ვიტყვი უარს, თუ რეალობა მოითხოვს, თუ ქვეყანა იომებს.
ვინც მიცნობს – იცის რომ სიმართლეს ვამბობ.”- წერს გოგა ხაჩიძე.

banner
წინა სტატიაში“ქსა, ქსა ლადო! ეგებ კიდევ გამოჰკრა ფულს ხელი”- ბელა ალანია ლადო სადღობელაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიაკვიტაშვილი: უკრაინაში ჯანდაცვის რეფორმას 3 დეპუტატი ბლოკავს