პოლიციელის მკვლელობის საქმეზე სავაჭრო დაწესებულებების თანამშრომლები დაკითხეს

პოლიციელის მკვლელობის საქმეზე შემთხვევის ადგილთან მდებარე სავაჭრო დაწესებულებების თანამშრომლები დაიკითხნენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე საშაურმის თანამშრომელმა განაცხადა, ის სამართალდამცველებმა დღეს დაკითხეს.
“გუშინ გასროლის ხმა გავიგეთ, რის შემდეგაც გამოვედით და დავინახეთ, რომ ორი პოლიციელი იყო დაჭრილი. ისინი მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და საჭიროებდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას. მეტი დეტალი ჩემთვის უცნობია. ასევე უცნობია ჩემთვის, თუ ვინ ჩაიდინა მკვლელობა. დღეს სამართალდამცველებმა დამკითხეს და მოვუყევი ყველა ის დეტალი, რის შესახებაც ჩემთვის არის ცნობილი”, – აღნიშნა საშაურმის თანამშრომელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი, დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად, 4 აპრილს ვარკეთილის მეტროსთან სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა, ერთი მათგანი ბექა მარგიშვილი გუშინვე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიკრიმინალთან ბრძოლა იქცეს მთავრობის არსებით პრიორიტეტად და უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა და მშვიდობა–ირაკლი ღლონტი
შემდეგი სტატიაგეშინოდეთ დრამის, რადგან ცხოვრება თავის არსით სასტიკი და ულმობელია და თანაც მოულოდნელობებითაც აღსავსე–ნიაზ ლემონჯავა