ექსკლუზივი–პოლიციაში ბორდელი ვისი ნებართვით გახსნეს?

პოლიციაში ბორდელი ვისი ნებართვით გახსნეს?მთავარ კითხვაზე – ვისი ნებართვით გახსნეს სამტრედიის პოლიციაში ბორდელი – პასუხი თქვენ უნდა გასცეთ, მას შემდეგ რასაც ქვემოთ წაიკითხავთ! საქმე ისაა, რომ პოლიციის შენობაში მართლა ბორდელია გახსნილი!
ფაქტი განსჯისთვის…
საგულისხმო ნიშანი: აქ არ არის „მამაშა“, აქ არავინ ამოგირტყამთ გადახდილი გადასახადის დამადასტურებელ ჩეკს და არც არავინ გადაგახდევინებთ, მაგალითად ისე როგორც ბანკშია, მომსახურეობის პროცენტს! ანუ, თქვენი სექსუალური მოთხოვნის „ლევად“ „აღსრულების“ შესახებ „მესამე პირს“ არ ეცოდინება და ბუნებრივია, „ოჯახური იდილიის“ დარღვევისა და გაუგებრობისაგან დაცული ხართ! თუ „ნაპარნიცა“ არ აგირევთ ან…
ყოველშემთხვევაში, დღემდე „კლიენტებს“ თავი დაცული ეგონათ, თუმცა…
უფრო ცხადი რომ იყოს: ყველაფერი დაიწყო რამდენიმე წლის წინ, სააკაშვილის „ბუჩქებნარევ“ „ბურუსში“, მაშინ, როცა „ქვეყნის ხერხემალი“ არქიტექტურითა და მშენებლობითაც დაინტერესდა და „მოტივირებულ პოლიციაში“ კორუფციისა და ცემა-ტყეპის ძალიან ადვილად მსხვრევადობისა და გამჭვირვალეობის დასტურად „ფანჯრებიან-რამკებიანი“ შენობების აგება დაიწყო. „გამჭვირვალეობის შუქურა“ სამტრედიაშიც შეიჭრა და ასე გადაიტანეს ქალაქის ცენტრიდან შუაგულ ქალაქში „დემოკრატიის სიმბოლო“-ს შენობა.
ადგილი სადაც „გამჭვირვალე პოლიციის“ წინამორბედი „დაბურული შენობა“ მდებარეობს, მოსახლეობითაა გარშემორტყმული. ეს შენობა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, მოსახლეობის მხრიდან გაწეული დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ააშენეს, კრეატივი კომუნისტებსაც უყვარდათ და რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა გეჩვენოთ მილიციის შენობა ხონის მკაცრი რეჟიმის პატიმრებს ააშენებინეს. მილიციის შენობის მთავარ (საჩვენებელ) გარეთა კედელზე ლენინის მუჭმოღერებული უზარმაზარი სურათი „ექსტრემისტებმა“ შეიწირეს – ჩამოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს! შემდეგ მილიცია– პოლიცია გახდა, ბოლოს კი პოლიცია ბორდელად გადაიქცა…
მოკლედ, როცა ვანომ პოლიცია სამტრედიის შუაგულში გადაიტანა, ძველი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე აიყვანეს აღრიცხვაზე და მიატოვეს, ეზო სარეველა ბალახებმა წალეკა, გაჩნდა ბააყები და მორიელები. ჯერ იყო და „ჯოჯიოხეთს ეშმაკები შეესივნენ“ რაც გასატანი იყო გაიტანეს, გაქურდული შენობიდან დღემდე გააქვთ სასწაულებრივად გადარჩენილი გისოსები იქნება თუ სკამები, ნაგვის ურნაც კი არ დატოვეს „ხურდაში“ მძარცველებმა, გასატანი რომ გაიტანეს სამსართულიან შენობას უქმად ხომ არ გააჩერებდნენ და… ბორდელი გახსნეს.

პოლიციაში ბორდელი ვისი ნებართვით გახსნეს?
პირველად აქ ნაშები, ამ შენობის ყოფილმა ბინადრებმა, თავად პოლიციელებმა აყარეს… მოსახლეობამ მოგუდულში (რას ვიზამთ დრო იყო ცუდი), მაგრამ მაინც გააპროტესტეს და ამის შემდეგ არავინ იცის მოწოლილ ვნებებს პოლიციელები სად იყმაყოფილებენ. პოლიციელების გაქრობიდან რამდენიმე თვეში სხვა კლიენტები გამოჩნდნენ – ქალები იგივე, კაცები „ახალი სახეები“. ეს ის დროა, როცა ვანო გისოსებიდან უყურებს თავის აშენებულს თუ მიტიოვებულს და ამიტომ მოსახლეობამ პროტესტი ხმამაღლა გამოხატა.
მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს ახლადდანიშნულ გამგებელთან განცხადება აფრინეს, რეაგირებამ რომ დაიგვიანა, შემდეგ „დელეგაცია“ ეწვია გამგეობას. გამგებელმა პოლიციის უფროსი ჩააყენა საქმის კურსში, თავის თანამშრომლებსაც დაუძახა და ეზოს გაწმენდა დაავალა. მიუხედავად იმისა, რომ თურმე რაკი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, თურმე ტერიტორიაზე თუნდაც გასაწმენდად შესვლა, ადგილობრივი უწყების თანამშრომლებს ეკრძალებათ. მიუხედავად აკრძალვისა, ეზო ასე თუ ისე, გულწრფელად რომ ვთქვათ სანახევროდ გაწმინდეს და ხელებიც დაიბანეს. პოლიციის მხრიდან რეაგირება კი იმაში გამოიხატა, რომ ერთმა ინსპექტორმა თავისი ტელეფონის ნომერი დაუტოვა იქ მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს და თან წერეთელივით დაუბარა – როცა ბოზები გამოჩნდებიან დამირეკეთ და მოვალო.

პოლიციაში ბორდელი ვისი ნებართვით გახსნეს?
რამდენიმე დღის წინ ბორდელს კლიენტები მიადგნენ. მოსახლეობა ახმაურდა, აქ ჩვენ ბავშვებს ვზრდით და ეს რა ხდებაო. ეტყობა კლიენტურა დაფრთხა და ისეთი „ფაციფუცით“ გამოცვივდნენ შენობიდან კაცები შარვალს ქუჩაში იწევდნენ, ხოლო ერთმა ქალმა შუა ეზოში, არც მეტი არც ნაკლები სახალხოდ ჩაიბანა. ხალხმა ინსპექტორს დაურეკა და იმ მანქანის ნომერი უთხრეს რომლითაც ბოზ-ბანდა ბორდელში იყო მოსული…
ინსპექტორი დღემდე არ გამოჩენილა…
ხალხი ამბობს: პოლიცია თავად მფარველობს ბოზებს, ესენი მაგათ უფასოდ აძლევენ და ახლა დასაჭერად აქ ვინ მოვაო.
მოკლედ, ამბავი ასეთია და ახლა თქვენ გამოიცანით ვინ გახსნა ბორდელი პოლიციაში!

banner
წინა სტატიაშიხმაური პარლამენტში-ერთმანეთს ივანე კიღურაძე და სერგო რატიანი დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები რომის პაპს აღიარების საკითხზე შეხვდნენ